კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
ინიციატივითა და დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პოპულარიზაციის და კონკრეტულად მცხეთისა და მისი შემოგარენის შესახებ მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2010 წელს შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი. "საბავშვო არქეოლოგია" ჩვენი ქვეყნის უძველესი კულტურის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობას მოზარდებს სკოლის ასაკიდან აზიარებს.პროექტი იუნესკოს მიერ დაცულ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლზე _ სამთავროს ველზე, პროფესიონალი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის პარტნიორი გახლავთ ისტორიკოს მასაწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (იმსა) , სწორედ მისი დახმარებით ხდება ამ პროექტის განხორციელება . მსურველები დაუკავშირდით ასოციაციის წარმომადგენელს მანანა შეყილაძეს (დაბლა იხილეთ კოორდინატები)
პროგრამის შინაარსი
მოსწავლეები თავიდან სამთავროს ველის სამაროვანსა და ნამოსახლარს დაათვალიერებენ;
არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ არექოლოგიური იარაღით `აღიჭურვებიან~ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ებმებიან ”გათხრებში”; მსჯელობენ მოპოვებულ ნივთებზე; პროგრამის მსვლელობაში ხდება გათხრილი ინვენტარის ფიქსაცია სპეციალურად მომზადებულ `ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში;
შემდეგი ეტაპი- გათხრილი კერამიკის რესტავრაციას გულისხმობს. მოსწავლეები თიხის ნივთების აღდგენაში თავად იღებენ მონაწილეობას;ასევე ხდება აღწერა ნივთების და სპეციალურ ბუკლეტებში მასალის შეტანა .
პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს `ნორჩი არქეოლოგის~ სერტიფიკატები გადაეცემათ
პროექტ „საბავშვო არქეოლოგია“-ში მონაწილეობის მსურველი პედაგოგები
დაგუკავშირდით ისტორიკოს მასწავლებელთა ასოციაციას . მისამართზე: info@imsa.ge
საკონტაქტო პირი ასოციაციიდან: მანანა შეყილაძე კორპორატიული: 577-335-884, პირადი: 599-201-595
საკონტაქტო პირი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან: შორენა ხეცურიანიპირადი: 555-579-770
0 comments:
Post a Comment