Powered by Blogger.

თეორია

დიდი მცხეთის მიდამოებში განსაკუთრებით მრავლადაა გვიანბრინჯაო-ადრე რკინისა და გვიანანტიკური ხანის სამარხები. სწორედ ამ დროის სამარხებში ნაპოვნ ნივთებს `აღმოაჩენენ~ ხელახლა `საბავშვო არქეოლოგიის~ მონაწილეები.
სამთავროს ველს V კლასელები ეწვივნენ ოქტომბრის მზიან დღეს . ჩემი მოსწავლეები წელს სწავლობენ ჩვენ საქართველოს , როდესაც დავიწყეთ ამ საგნის გაცნობა , განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია

მოსწავლეებში არქეოლოგიამ , რადგან დაინახეს , რომ
ეს ნიჩბით და ფუნჯით შეიარაღებული ადამიანები ბევრ საინტერესო მასალას იკვლევდნენ . გასაკვირიც არაა, რადგან არქეოლოგის საქმიანობაში მრავალი დისციპლინა იყრის თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ ისტორიასა და მშობლიურ ლიტერატურაზე, არქეოლოგია წარმოუდგენელია გეოგრაფიის, მათემატიკის _ გეომეტრიის, ქიმიის, ფიზიკის, ხატვის გარეშე. `საბავშვო არქეოლოგიაშიც~, ასევე, ერწყმის ერთმანეთს ამ დისციპლინათა ელემენტარული საწყისები.  ამიტომ გადავწყვიტეთ ვწვეოდით მცხეთაში სამთავროს სამაროვნებს . სანამ მოსწავლეები
 
პრაქტიკულად დაიწყებდნენ მუშაობას არქეოლოგების დახმარებით მათ ჩაუტარდათ საინტერესო აქტიური ლექცია სამაროვნებთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში არქეოლოგი ნიკო მოსწავლეებს მოუყვა სამაროვნების შესახებ და თვალსაჩინოების დახმარებით მოსწავლეებმა შეიძინეს ახალი ცოდნა .ასევე  შეიტყეს, როგორ ეხმარება არქეოლოგს
ისტორიის, ლიტერატურის (წყაროების) და გეოგრაფიის ცოდნა ადგილის შერჩევაში, როგორ ხდება ველის დაკვადრატება, როგორ მიმდინარეობს გათხრები და ა.შ. 

0 comments:

Post a Comment