Powered by Blogger.

ჩვენი საქართველო


 

 სკოლის დაწყებით საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების დამოუკიდებელი შესწავლა იწყება V კლასიდან. “ჩვენი საქართველო”.ამ საგანის დახმარებით
მეხუთეკლასელები შეძლებენ ისტორიის საკითხების შესწავლას, გეოგრაფიის საფუძვლებისა და ძირითადი მეთოდების დაუფლებას, ასევე სამოქალაქო განათლების შესახებ შეიტყობენ ბევრ საინტერესო მასალას. სასწავლო კურსის ცენტრშია ადამიანი, უშუალოდ მის გარშემო არსებული სამყარო. დაწყებითი საფეხურის ამ ეტაპზე მოსწავლე ეცნობა საკუთარ ქვეყანას, მის მხარეებს, ადგილებს, რომლებსაც წარსულში მომხდარი სხვადასხვა საინტერესო ამბავი, პიროვნება და კულტურის ძეგლი უკავშირდება. ასეთი სწავლების მეთოდიააღვივებს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას წარსულის მიმართ და ყმაწვილებს განსხვავებული, განცალკევებული ინფორმაციის ერთიანად აღქმა-გააზრებას უადვილებს. ყველა მოსწავლე უნდა იცნობდეს თავის საცხოვრებელ გარემოს, საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მის მრავალფეროვან კულტურას, ბუნებრივ პირობებს, ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკის გავრცელებულ დარგებს.
 
 
მეხუთე კლასში მოსწავლეები ეცნობიან თუ როგორი გავლენა აქვს წარსულს აწმყოზე და გარემო პირობებს ადამიანების გადაწყვეტილებებზე, როგორ ცხოვრობდა ხალხი ადრე, რას საქმიანობდა ადამიანი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა დამწერლობა.. და თუ არ არსებობდა დამწერლობა ე.ი არ გვაქვს წერილობითი წყაროები, მაშ როგორ იწერება იმ პერიოდის ისტორია, რომელი დისციპლინები უწყობს ხელს - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა ბევრი რამ გაიგეს გაკვეთილზე არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიაზე . დაინახეს, რომ სწორედ საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად
არქეოლოგია მატ ძალიან ბევრ ინფორმაციას აძლევს და ის ერთ-ერთი დამხმარე დისციპლინაა, რომელიც ბევრ მათ შეკითხვაზე პასუხის მოძიების საშუალებასაც მისცემს.

0 comments:

Post a Comment